Montag, 4. Januar 2010

მიაზმა

რეკვიემის ნაცვლად
(მონატრების ლექსი)

სევდა ავიხირე
რატომღაც,
ბოლი, მოტკბო-მწარე სიგარის.
მარტო მოვდიოდი,
მათოვდა.
შენ კი, სულ სხვა მხარეს იყავი.
მარტო მოვდიოდი,
არ მქონდა
სახლში დარჩენილი ვალები.
მარტო მოვდიოდი,
მაფრთხობდნენ,
თევზივით თვალცივი ქალები.
მარტო მოვდიოდი,
ფიფქები
ისე, უთავბოლოდ ცვიოდა
მარტო მოვდიოდი,
რაც მქონდა,
შენთვის მომქონდა და...
მციოდა.