ვიდრე
ჩერდება ლექსი.
დრო აქვს სიჩუმის.
გათენებემდე კიდევ დარჩა საათი_ ორი.
იქნებ მათხოვო შენი სიტყვა დილის შვიდამდე.
ვიდრე_
სიტყვაზე ვენდობი სიტყვას.
ვიდრე_
ხსოვნა, სიკვდილივით სკამზე არ ჩამომიჯდება და
სხვათა სიტყვით_ მესამე პირში დამიწყებს საუბარს.
ვიდრე_
სიკვდილისგან გამოთავისუფლებული დრო_ სიცოცხლე,
საკიდარს მიღმა დარჩენილი საწვიმარვით არ დამრჩება.
ვიდრე_
ჩემი ბავშვობის თოჯინების სიჩუმეს ვთარგმნი და
საგულდაგულოდ არ ვიმალები, რომ დამავიწყდეს სად ვარ.
ვიდრე_
აღარ დამაქვს ძველი კაბები ნაცნობ მკერავთან.
ვიკერავ ახლებს, ოღონდ არა გულამოღებულებს.
ზურგი მოვხადე, რადგან მივდივარ და ვიცი:
შენ თვალს გამომაყოლებ.
Montag, 16. November 2009
Samstag, 7. November 2009
შოთა ნიშნიანიძე
ხევსური
I
ზაფხულში, არაგვზე, სალუდე დუქანთან,
უკრავდა დაირა და დათვი ბუქნავდა.
ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა,
სიცხე ძუნძულებდა მთლად დათვისნაირად.
ღრეობდნენ ხევსურნი... და ზორბა ხინკლები
პეშვიდან სხლტებოდნენ, როგორც თხის ჯიქნები.
დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეფინათ ხაშხაში
აგვისტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში.
გზაზე კი სურათი კაცს ღიმილს მოჰგვრიდა:
ერთ ახმახს იაბო დაუფრთხა ბოგირთან.
რაც ვნახე, როგორ ვთქვა ან როგორ გიამბოთ,
გოლიათს ლაჯებში მოეხრჩო იაბო.
ჩამოხტა დევკაცი და ცხენი მშიშარა
ვეება იღლიის ქვეშ ამოიჩარა.
გადმოვლო ბოგირი და მთვრალი ხევსურნი
შემოხვდნენ ყიჟინით, აზარტში შესულნი.
ჩამოსვეს, მაგიდა ჩასცილდა მუხლისთავს,
ჯამში აშიშინდა თვალები ბუღისა.
რაც იყო სუფრაზე - ერთიან მოხოცა,
დათვიც კი დაფრთხო იმისმა ხორხოცმა.
დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეკიდათ ხაშხაში,
აგვიტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში,
ერთურთს ხანჯლებივით უღერდნენ ტაეპებს
და ჰგავდნენ ლანდები წარმართულ ღვთაებებს.
ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა,
სიცხე ძუნძულებდა მთლად დათვისნაირად.
ცხენს გადაახუხა ხევსურმა არაყი,
დეზი ჰკრა და... ფეხით გასტოპა არაგვი.
II
როდესაც სიკვდილი იქ, ბარში, მოყვრებთან
ვენახებს მოხრავდა და მტკვრის წყალს მოხვრეპდა,
მთიდან ჩამორბოდნენ ხარები ბარადა
და რქებით ჩხვერავდნენ კრწანისს თუ მარაბდას!
მთიდან ჩამორბოდნენ, მტრის ჟლეტა ნებავდათ -
და ბარში რჩებოდნენ სამარის ჯვრებადა.
ბარში მოდიოდნენ „ვოჟები“ კერკეტა -
მთაში ბრუნდებოდნენ ზღაპრად და ლეგენდად.
და სიკვდილს, სიწრისგან ყელზე რომ დაადგა,
ხევსურის ფარია სხვა მრავალ ფართაგან.
ე მაგის სისხლია, ე მაგის ძვლებია,
ჩვენს ქართულ ციხეებს რომ ჩაფიცხებია.
ე მაგის სისხლია, ე მაგის სინდისი,
ომში რომ არ წავხდეთ სიკვდილის პირისპირ.
მის გორდას მამულის გზა გაუკაფია,
გორდასებრ ჩინჩხლებს ჰყრის ე მაგის კაფია.
მოდის საქართველო ე მაგის ჯიშისა,
რომ მტერი ვერაგი კვდებოდეს შიშისგან!

გაგა ნახუცრიშვილი
ქალები
ქალები იცვლიდნენ თმის ფერს
და ბავშვის გაჩენას ნატრობდნენ,
პრინცებზე ხედავდნენ სიზმრებს,
დღისით კი არაფერს ამბობდნენ.
ქალები იცვლიდნენ თმის ფერს,
დღიურში ყვავილებს ახმობდნენ,
ეტრფოდნენ ლექსებს თუ ცის ფერს,
უბრალოდ, თავის თავს ართობდნენ.
ქალები იცვლიდნენ თმის ფერს
და ბავშვის გაჩენას ნატრობდნენ,
პრინცებზე ხედავდნენ სიზმრებს,
დღისით კი არაფერს ამბობდნენ.
ქალები იცვლიდნენ თმის ფერს,
დღიურში ყვავილებს ახმობდნენ,
ეტრფოდნენ ლექსებს თუ ცის ფერს,
უბრალოდ, თავის თავს ართობდნენ.
Sonntag, 6. September 2009
გიორგი ლობჟანიძე
არაბულის მასწავლებელი
ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელი
და გასწავლი,
როგორ აუღლო
სიყვარული სამივე დროში
უმარტივესად,
რადგან არაბულს
დროის გრამატიკული კატეგორია არა აქვს
და, შესაბამისად,
არაფერი
წარსულად, აწმყოდ და მომავლად
არ ნაწილდება.
აქ ზიმზიმებენ უწარსულო აწმყოები
და უმომავლო წარსულები,
ადამიანი კი თავდაყირა ჰკიდია
მათ მობურბურე,
მცხუნვარე საკირეში.
მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი
და ყველაფერს ვიწყებთ არა სიტყვით,
არამედ საქმით _
«ფაყალა» ძირით,
რაც ქართულად კეთებას ნიშნავს.
ვაუღლოთ კეთება სამივე დროში:
უწარსულო აწმყოში
უაწმყოო წარსულსა და
უწარსულ-უაწმყოო
მომავალში:
საინტერესოდ იტრიალებს
«ფაყალა» ძირი
მე და შენ შორის.
ვიკითხოთ
ისლამამდელი არაბული პოეზია,
უმეცრების ხანის,
ხალხის სიბნელის დროინდელი,
სიბნელიდან
ჟღალი აქლემივით
ამონათებული,
უდაბნოში ზანტად მიმომრწევი,
სანამ სავსე მთვარე დაგვნათის და
მაინც უკუნია,
რადგან ცაზე ჯერ არ აკაშკაშებულა
ნახევარმთვარის
ავადმოელვარე,
ეული მახვილი.
ვიკითხოთ ყურანი,
რამაც უმეცრების ხანა გაანათა
ღვთისგან ნაბოძები
ნატიფი სურებით.
სურა ოთხმოცდამეერთე,
«დაგრაგვნა»:
«როს მზე დაიგრაგნება,
როს ვარსკვლავნი მიინავლებიან,
როს მთანი ამოძრავდებიან,
როს ცხრა თვის მაკე აქლემები
უმეთვალყურეოდ დარჩებიან,
როს ნადირნი შეკრებილ იქნებიან,
როს ზღვანი გადაივსებიან,
როს სულნი შერწყმულ იქნებიან,
როს ცოცხლად დამარხულს ჰკითხავენ _
რა ცოდვისთვის მოიკლა?
როს გრაგნილი გაიშლება,
როს ზეცა აიშლება,
როს ჯოჯოხეთი გახურდება,
როს სამოთხე მოახლოვდება,
გაიგებს სული, თუ რა მოიტანა!»
და ეტყვის სული:
უფალო,
მე ვიყავი
ცოცხლად დამარხული
შენგან ნაბოძებ სხეულში,
ამ სხეულის უაზრო და უმიზნო ხუშტურებს
აყოლილი,
ადამიანური მოვალეობებიდან
ვერ გამომღწევი.
მე ვერ გავიგე
და იქნებ, შენ ამიხსნა,
რა ცოდვა მომეკითხა,
რისთვის დავიმარხე,
რა შეცოდებისათვის მოვიკალი,
თუკი ყველაფერი მაშინ განმესაჯა,
სანამ
მსწრაფლწარმავალში მოვიდოდი,
სანამ უბადრუკ წვეთად დამათხევდი
და სანამ უბადრუკ წვეთს დამათხევინებდი!
ყველა უბადრუკი წვეთი შენ დამათხევინე,
რადგან შენ შექმენი
კარაქზე უფრო რბილი საშოები,
ქვიშის ბორცვებივით
მკვრივი დუნდულები,
ენერგიული,
მსხვილი ბაგეები,
ხოლო სხეულზე, ისე როგორც ცაზე,
შენ ჩამომკიდე
ვნებისაგან სავსემთვარესავით წელში გადრეკილი,
ვერცხლისფრად ავად მოლაპლაპე იატაგანი _
ყველგან შეღწევის და
ყველაფრის გაპობის ჟინით ანთებული,
როგორც სული,
თუ უფრო:
სამშვინველი.
შენ შექმენი ჩემი ასო
და ასო წიგნისა,
რომლითაც იწერება
ყველა ენის ყოველი ნაწერი,
მათ შორის, არაბული...
და იწერებოდა არაბულად
ათას ერთი რამე:
«ათას ერთი ღამე»
«მაკამები»,
«ღაზალები», თუ
ეპისტოლე-ტრაქტატები,
რომელთაგან აღსანიშნავია:
მუჰი ად-დინ იბნ ალ-არაბის
«სიყვარულის თარჯიმანი»,
ალ-ჰალლაჯის
«შეითნის ეპისტოლე»,
აბუ ლ-ალა ალ-მაარის
«შენდობის ეპისტოლე»
და უავტორო
«ასოს დაგრძელების ათას ერთი ხერხი, არაბული».
და, უფალო,
მე ვიყავი მიმომფანტველი,
იმათგან,
შენი ერთი სურის სათაურად რომ გამოიტანე:
სურა ორმოცდამეთერთმეტე,
მიმომფანტველნი:
«დე, დაიხოცონ მატყუარები,
რომლებიც არიან უდარდელობის მორევში;
კითხულობენ: როდისაა დღე სამსჯავროსი?!
იმ დღეს, როცა ისინი ცეცხლზე გამოიცდებიან: _
დააჭაშნიკეთ თქვენი გამოცდა;
ეს სწორედ ისაა, რასაც ასწრაფებდით!
ჭეშმარიტად ღვთისმოშიშნი _
ბაღებსა და წყაროსთვალებში;
მიმღებელნი იმისა, რასაც უბოძებთ უფალი მათი. ჭეშმარიტად, ამაზე უწინ იყვნენ
ისინი კეთილისმქნელნი;
მხოლოდ ღამის რაღაც ნაწილში თუ
მცირედ წასთვლემდათ
და გამთენიას პატიებას ივედრებოდნენ;
მათ ქონებაში არის წილი მათხოვართა
და უპოვართათვის
და ქვეყანაზე სასწაულებია დაჯერებულთათვის
და თქვენს სულებში;
განა ვერ განჭვრეტთ?!»
განვჭვრიტე, უფალო,
განვჭვრიტე და გეკითხები:
და ჩემს სხეულში,
სხეული რაღად დაივიწყე?!
აქაც იმდენი სასწაულია:
მარჯნის ბაგენი,
კბილები _ წყობილმარგალიტი,
ვარსკვლავები ცაზე, სულსა და თვალებში.
მთვარეიატაგანი ცაზე
და მთვარეიატაგანი _
ლაჯებში.
გული _ შენთა სიღრმეთა მწვდომი
და ასო _ შენი შექმნილების სიღრმეთა მწვდომი.
რით არ არის ჩემი სხეულის ყოველი მყესი
შენი სასწაული;
ისე, როგორც
ვარსკვლავები, მთვარე თუ
ბალახი.
მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი.
გასწავლი და ასე გიყენებ,
რადგან მე აღარა ვარ ჰომო საპიენსი,
არც ჰომო ფაბერი,
არამედ ის, რადაც იქცა ჩემი მოდგმის ყოველი წევრი,
რადაც ყოველი საბოლოოდ ჩამოყალიბდა:
ადამიანი _ მომხმარებელი,
გამომყენებელი.
მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი:
«ას-სალამუ ალაიქუმ» _
მშვიდობა შენდა!
ალაიქუმუ ს-სალამუ _
შენდა მშვიდობა!
ერთმანეთს ასე ესიტყვება მაშრიყ-მაღრიბი.
მე ვიყავ შენი არაბულის მასწავლებელი
იმ დღეს, იმ (არა) ჩვეულებრივ 11 სექტემბერს,
ნიუ-იორკის ცათამბჯენის
მაღალ სართულის
ერთ აივანზე
ვიდექი და სამახსოვრო სურათს ვიღებდი.
დავყურებ ფოტოს:
ვიღიმები,
ვერაფერს ვხედავ,
წინ ვიხედები
და ხიფათსაც არ მიგრძნობს გული.
ხოლო ფოტოზე, რათქმაუნდა, გარკვევით მოჩანს,
რომ უკან დიდი თვითმფრინავი მიახლოვდება!
«ჰირუ უმმიქა!»
(აღარ ვთარგმნი)
«ჰირუ უმმიქა!» _
ერთმანეთს ასე ესიტყვება
მაშრიყ-მაღრიბი.
ხოლო ყურანი ამბობს:
«ალაჰს ეკუთვნის აღმოსავლეთიც და დასავლეთიც და საითაც არ მიბრუნდები, მისი სახეა, რადგან ალაჰი ყოვლის მომცველი, ბრძენთა ბრძენია.»
მე ეს ვიცოდი,
მე იმ დღეს, ღმერთო, სურათს ვიღებდი,
დამშვიდებული
და უკან არც ძრწოლით შევბრუნდი!
ისიც ვიცოდი,
რომ არაბულად სახეს ნიშნავს სიტყვა «სურათი»,
ხოლო ქართულად, რასაც ნიშნავს,
მოგეხსენება:
ფოტოს ან სურათს
ანუ იმას, რაც ჩემგან დარჩა,
მას შემდეგ, რაც შენ ცოცხალ სახეზე
თვითმფრინავით გადამიარე,
და, როგორც ზეცა,
გადამგლიჯე თუ გადამკაწრე,
ის ზეცა, რომლის გულისგულში
შენ გიდგას ტახტი.
«ჰირუ უმმიქა» _
დედისტრაკი,
ანდა:
«ფაქ იუ»
ერთმანეთს ასე ესიტყვება მაშრიყ-მაღრიბი,
და ამერიკელს ვინღა ჩივს,
თვითონ არაბსაც
უკვე არ ახსოვს, რა თქმა უნდა,
ის არაბული,
რაც უფალმა ენათა შორის გამოარჩია
და ის, რისთვისაც გამოარჩია ენათა შორის:
სიზუსტისათვის
და სიზუსტის სილამაზისთვის;
როცა ენას შეუძლია იმდენად ზუსტი
იყოს, რომ გულში ჩაკონებას დაემსგავსოს,
მოხვევნას და არა _ გასრესვას,
რაკიღა ხშირად ხვევნა გინდა, სრესვა გამოდის.
მე ვიყავ შენი არაბულის მასწავლებელი:
მე შენ გასწავლე:
მუცლით როკვა,
აქლემზე ჯდომა,
ინახით ჯდომა,
და ასე მჯდომს მშვიდი ბაასი,
რომ ღმერთმა შექმნა ეს ქვეყანა,
ამ ქვეყანაში
შექმნა წიგნი
და თვითმფრინავი,
მსხვერპლი _ ჯალათი...
უფალმა შექმნა მოწაფე და,
რაც მთავარია,
შექმნა ასეთი არაბულის მასწავლებელი...
ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელი...
გიორგი ლობჟანიძის აქართულებული ფორუღ ფაროხზადი
მარადიულ დაისში
_ დღეა თუ ღამე?
_ არა, მეგობარო, მარადი დაისია,
ქარში
ორი თეთრი კუბოსავით
მტრედის ორი ხუნდის ფარფატია...
_ სიტყვა უნდა ითქვას!
_ ერთადერთი სიტყვა!
ჩემს გულს წყვდიადთან შეწყვილება უნდა,
სიტყვა უნდა ითქვას!
რა მძიმე, წელშიგამწყვეტი დავიწყებაა!
ტოტს ვაშლი სწყდება
და სელის ყვითელი თესლის მარცვლები
ჩემი მიჯნური ნისკარტების ქვეშ ტკაცუნით იმსხვრევიან.
კესანე თავის ფერმკრთალ ძარღვებს
ნიავქარის ზარხოშს ანებებს,
გადასხვაფერების შფოთის მობეზრებისაგან
თავის დახსნას,
და მერე სად?_
მაინცდამაინც აქ, ჩემს თავსა და სხეულში.
აჰ...
ჩემს თავში არაფერია,
გარდა მსხვილი, წითელი მარცვლების ტრიალისა
და ჩემი მზერა
ერთადერთი ტყუილი სიტყვასავით
დარცხვენილია და თავჩაკიდებული.
_ მე ერთ თვეზე ვფიქრობ...
_ მე _ ლექსის ერთ სიტყვაზე...
_ მე ერთ ნაკადულზე ვფიქრობ...
_ მე _ მიწაში გამჯდარ შიშზე...
_ მე ჯეჯილის მაძღარ სურნელზე...
_ მე _ პურის ზღაპარზე…...
_ მე _ თამაშობათა უცოდველობაზე...
და იმ ვიწრო, გრძელ ქუჩაზე,
აკაციათა სურნელს რომ ამოევსო...
_ მე _ თამაშის შემდგომ მწარე სიფხიზლეზე…
_ მე ქუჩის შემდგომ თავბრუსხვევაზე
და აკაციათა სურნელის შემდგომ
გრძელ, მომქანცველ სიცარიელეზე…
_ რაინდობანი?!
_ რა დროსია!
_ რაშები დაბერდნენ...…
_სიყვარული?!
_ მარტოა და
ვიწრო სარკმლებიდან
უმაჯნუნო ველებს გადასცქერის,
დერეფანს _
სამაჯურის ერთი წვრილი წკირის ჩაწყდომის
ხსოვნით მოწრიალეს...
_ ოცნებები?!
_ იფუშებიან
ათასი კარის უმოწყალო ერთგვარობაში...
_ და ყველა კარი დაკეტილია?
_ დიახ, მუდამ დაკეტილია!
და დაიღლები...
ყველაფერი დაღლილობის გაკვეთილია...
_ მე ვფიქრობ სახლზე,
მისი კუთხე-კუნჭულების დუნე სუნთქვით,
მისი თვალის ფახურის მსგავსი
მოციმციმე ლამპიონებით...
მისი დაფიქრებული, ზარმაცი და უშფოთველი მცველით...
ვფიქრობ ახალშობილზე, რომელსაც მოუზღუდავი
ღიმი დასთამაშებს,
წყალზე გაჩენილი მრავალშრიანი ნუჟრივით
და ვფიქრობ ყურძნის მტევანივით ასხმულ
ერთ სისხლსავსე სხეულზე...
მე ნანგრევებზე ვფიქრობ,
მრუმე ქროლვათა ნადავლზე,
ღამით ფანჯრებიდან გამომკრთალ საეჭვო სინათლეზე.
და პატარა სამარეზე,
რომელიც ახალშობილის ტანივით პატარაა...
_ საქმე... საქმე?!
_ დიახ, მაგრამ ამ დიდ მაგიდაზე
ფარული მტერი ჩაბუდებულა,
რომელიც შენ ნება-ნება გღეჭავს
ისე, როგორც ხესა თუ რვეულს
და კიდევ ათას ამაო რაღაცას,
საბოლოოდ კი ჩაის ფინჯანში ჩაიმსხვრევი,
ვით ნავი _ მორევში
და ჰორიზონტის სიღრმეებში
სიგარეტის სქელი კვამლისა და
გაურკვეველი ხაზების მეტს
ვერაფერს დაინახავ...
_ და ვარსკვლავი?!
_ დიახ, ასობით, ათასობით,
მაგრამ ყველა მათგანი
მხოლოდ ღამის გალავნის
იქით მხარეს...
_ და ჩიტი?!
_ დიახ, ასობით, ათასობით,
მაგრამ ყველა მხოლოდ შორეულ მოგონებაში,
თავისი ფრთების ფართქუნის
ქუშ სიზვიადეში...
_ მე ქუჩიდან გაგონილ დაძახილზე ვფიქრობ...
_ მე კი უწყინარ წრუწუნაზე,
დრო და დრო კედელში რომ გაირბენს ფხაკურით...
_ სიტყვა უნდა ითქვას...
სიტყვა უნდა ითქვას
რიჟრაჟებისას,
ცახცახა წამებში,
როცა სივრცე
სისავსის გრძნობასავით
უცბად გაურკვეველი რაღაცით აინთება,
გულით მწადია,
ღელვას მივნებდე,
გულით მწადია,
იმ უზარმაზარი ღრუბლიდან გავწვიმდე...
გულით მწადია, დავიძახო:
არა, არა, არა!
_ წავიდეთ...
_ სიტყვა უნდა ითქვას...
_ ფიალა თუ სარეცელი...
მარტოობა თუ ძილი...
_ წავედით...
შეხვედრა ღამეში
და საკვირველმა სახემ
ფანჯრის მიღმიდან მითხრა:
«მართალია ის, ვინც ხედავს, რომ
მე დაკარგვის შეგრძნებასავით საშიში ვარ,
მაგრამ, ღმერთო ჩემო,
განა შეიძლება ვინმეს ჩემი ეშინოდეს?!
მე ხომ, მე არასოდეს არაფერი ვყოფილვარ
გარდა ერთი მსუბუქი და მაწანწალა ფრანისა
ზეცის ნისლიან სახურავთა მიღმა.
ჩემი ტკივილი, სურვილი და სიძულვილი კი
სასაფლაოს ღამეულ მარტოობაში
დაღრღნა იმ თაგვმა, სახელად რომ სიკვდილს ეძახიან.
და საკვირველი სახე _ იმ სათუთი, დაუბოლოვებელი
და სუსტი შტრიხებით,
რომელთა მდინარ გრაფიკასაც ქარი
წამიწამ შლიდა და ასხვაფერებდა,
და იმ ფაფუკი, გრძელი ნაწნავებით,
რომელთაც ღამის იდუმალი ქროლვა იტაცებდა
და მათით მთელ ღამეულ სივრცეებს ფარავდა,
როგორც ზღვის ფსკერის მცენარეები,
ფანჯრის იქითა მხარეს მილივლივებდა და იძახდა:
დაიჯერეთ,
მე ცოცხალი აღარა ვარ!
მე მის მიღმა ჯერაც ვხედავდი
მრუმე სიმჭიდროვესა
და ნაძვის ვერცხლისფერ ნაყოფებს,
მაგრამ ის...
ამ ყველაფერის ზემოთ მისრიალებდა
და მისი უსამანო გული
ზღვასავით ისე წამოქოჩრილიყო,
იფიქრებდი, ხეთა მწვანე გრძნობააო
და მარადისობამდე გრძელდებოდა თვალები მისი...
მართალი ხართ,
მე სიკვდილის შემდეგ
სარკეში ჩახედვა აღარასდროს გამიბედავს
და ისეთი მკვდარი ვარ, რომ
ჩემს სიკვდილს ვერაფერი ვეღარ ადასტურებს...
აჰ.
ნეტავ, ბაღის კიდიდან იმ კალიის ხმა თუ გაუგიათ,
რომელიც მთავრისაკენ ზრიალით მიხტოდა?!
მე მგონია, ყველა ვარსაკვლავი
დაკარგულ-გაუჩინარებულ ცაში გადასახლდა
და ქალაქი, რა მდუმარე რამ იყო ქალაქი,
მთელი ჩემი სავალის მანძილზე
ფერწასულ ქანდაკებათა ჯგუფის,
მტვრისა და თუთუნის სუნად აქოთებული
რამდენიმე მეეზოვის,
დაღლილი, თვლემამორეული მაწანწალების მეტს
არავის გადავყრივარ.
აფსუს,
მე მკვდარი ვარ
და ღამე ჯერაც თითქოს
იმ ამაო ღამის გაგრძელებაა.»
დადუმდა
და მისი ორი თვალის ფართო სივრცეებმა
მწარე და ფუჭი ტირილის გემო იგრძნო.
« თქვენ, სახეები რომ ცხოვრების მწუხარე ნიღბით
დაგიფარავთ,
ნუთუ ხანდახან მაინც არა ფიქრობთ იმ ჭეშმარიტებაზე,
რომ დღევანდელი ცოცხლები
ერთი ცოცხლის ნარჩენები არიან და მეტი არაფერი,
თითქოს ბავშვი პირველივე გაღიმებისას
დაბერებულა
და გული _
ეს ქვაზე ამოკვეთილი უძველესი წარწერა,
რომლის ძირითადი ხაზებიც დაუზიანებიათ
და შეურყვნიათ _
თავის ქვად ყოფნას
უკვე ვეღარასოდეს დაიჯერებს.
იქნებ, ყოფნაზე ნარკოდამოკიდებულებამ,
ტრანკვილიზატორთა გამუდმებულმა მოხმარებამ
წმინდა, უბრალო და ადამიანური სურვილები
წაშლა-განადგურების უფსკრულში გადაჩეხა?!
იქნებ სული რომელიმე უკაცური კუნძულის
იზოლაციაში გაასახლეს?!
იქნებ კალიის ხმა მე მხოლოდ დამესიზმრა?!
მაშ, ეს ფეხით მოსიარულენი,
რომლებიც თავიანთ ხის ყავარჯნებს
თმენით დაყრდნობიან,
იმ ფეხმარდ ბედაურთა მხედრები არიან?
ხოლო ეს გამხდარი და ფერწასული წელში მოხრილები
ის წმინდა, მაღალაზრიანი ღვთისმეტყველნი?!
მაშ, მართალია, თურმე მართალია,
რომ ადამიანი ღვთის გამოჩენას აღარ ელოდება და
შეყვარებულმა გოგოებმა
მალემრწმენი თვალები
გრძელი, საქარგავი ყაისნაღებით დაითხარეს...
ახლა ყვავთა ყრანტალის ანასხლეტი
ცისკრის ძილთა სიღრმეში შეიგრძნობა.
სარკეები გონზე მოდიან
და თავიანთ განმარტოებულ, ეულ ფორმებს
მღვიძარების პირველივე განტოტებასა
და შუმი კოშმარების საიდუმლო შეტევას ანებებენ.
აფსუს, მე სისხლისაგან,
რომელსაც სისხლიანი ეპოსის გარდა არასდროს
არაფერი გამოუთქვამს,
და სიამაყისაგან, რომელსაც თავისთავი არასოდეს ასე
საცოდავად არ უცხოვრებია,
დარჩენილი
მთელი ჩემი მოგონებებით
ვდგავარ ჩემი შესაძლებლობის კიდეზე
და ყურს ვუგდებ: ჩქამი არ ისმის.
და ვაცქერდები: ცახცახის ფოთლის ერთი კრთომაც კი არსაით მოჩანს.
და ჩემს სახელს, რომელიც ასეთი
წმინდა ამოსუნთქვასავით იყო,
საფლავთა მტვრის აშლაც კი აღარ ძალუძს!»
შეაჟრჟოლა და
თავის ორივე მხარეს ზრიალით ჩაიქცა.
ღრიჭოებიდან კი მისი მავედრებელი ხელები
ხანგრძლივი ოხვრებივით
ჩემ წინ წამოვიდნენ.
«ცივა და ქარები ჩემი ტანის ხაზებს უმოწყალოდ გლეჯენ,
ნუთუ ამ სამყოფელში
ჯერ კიდევ არის ვინმე,
ვისაც საკუთარი გახრწნილი სახის გაცნობა არ აშინებს;
ნუთუ ჯერ კიდევ არ დამდგარა დრო იმისა,
რომ ეს სარკმელი გაიხსნას, გაიხსნას
და კაცმა თავის მკვდარ ცხედართან
ტირილითა და ვაი-ვიშით
ნამაზი შეასრულოს?!»
იქნებ ჩიტი იყო, რომელიც კვნესოდა,
იქნებ ქარი იყო, ხეთა ტოტებს შუა გახლართული,
იქნებ მე ვიყავი და საკუთარ გულის ჩიხს
პირისპირ შერჩენილი
სინანულის, სირცხვილისა და ტკივილის
ტალღასავით ვიფოფრებოდი,
მაღლა მივიწევდი და
ფანჯრიდან ვხედავდი, რომ
იმ ორი მწარე გაკიცხვის ორი ხელი
ჩემი ორი ხელის მხრისაკენ გამოწვდილი,
ნატყუარი განთიადის რიჟრაჟში ინთქმებოდა
და ერთი ხმა _ სუსხიან ჰორიზონტზე _
მეძახდა:
_ მშვიდობით!
ბრბოს კაცი
სასაცილოა ეს სიყვარული —
სანთლის კიდეზე აკრული ღვენთი...
დღეს მეც მომინდა გულწრფელად გითხრა,
რაც არასოდეს არ მითქვამს შენთვის.
მე ბრბოს კაცი ვარ
და ბრბოს ფუსფუსი
რა ცხადად მოჩანს, ალბათ, მანდედან,
თუმც, კიდევ კარგი,
რომ წმინდანივით
შუქი არ მადგას შარავანდედად.
და შემიძლია — მიყვარდე ჩუმად,
ჩემო ზღუდევ და ჩემო ჯებირო,
მთელი ცხოვრება ისე გიკითხო,
რომ არასოდეს დაგიზეპირო
და არ მომბეზრდე
ან შენგან წყენა
გულში არ დამრჩეს პატარა ხინჯად...
ასე უბრალოდ და გამეტებით
ყორე თუ უყვარს სუსხიან ჭინჭარს;
მე ჭინჭარი ვარ...
ვაზივით მკერდზე
ვერ დაგესხმები
მაღალ მტევნებად...
ვნების კვირაა
და უფალს, ალბათ, არა სცალია —
ჩვენთვის —
ევნება...
შენ ტირი...
მე კი ვერ ამიჩვილებ
ასე უბრალოდ გულს:
ბრბოს კაცი ვარ...
ისიც არ ვიცი:
ტირი თუ შენი
მწვანე თვალების ფერფლი მაცვივა.
გული - თურინჯი
გახსოვს აღმოსავლურ ზღაპართა წყევლა? -
"ღმერთსა ვთხოვ,
გულში სამი თურინჯის
ტრფობა ჩაგივარდეს.
ის თურინჯები
ცხრა მთას იქით,
დაბეჭდილ ბაღში ხარობს;
სიცოცხლეს უნდა გასცდე და
იქამდე მიაღწევ!"
მე კი
აქვე,
რატომღაც,
ერთი ხე შემიყვარდა.
მწუხარედ,
მარტოდმარტო შრიალებდა და
მშვენიერ ლექსებად ჩამესმოდა
იმისი შრიალი...
მიყვარხარ-მეთქი, -
როგორც კი გავუმხილე,
კენწეროზე მაშინვე
თურინჯი გამოიბა
და თვითონვე უკვირდა,
რომელი ჯადოსნური ქვეყნიდან
მონაბერმა ქარმა მოუტანა
იმ თურინჯის
უჩვეულოდ ბრდღვიალა ნაყოფი.
ხეო მშვენიერო,
ლექსებად მოშრიალევ,
ის თურინჯი ჩემი გული იყო,
გასკდა და იქიდან
ქალი გადმოვიდა,
აღმოსავლურად მრუში და კადნიერი,
შიშველი
ევასავით.
ედემის გარსში
სიშიშვლეს არ იმჩნევდა,
უბიწო იყო და
საკუთარ უბიწობასვე ეძლეოდა
წელში გადრეკილი...
ხელში აპარატი ეპყრა,
სურათებს იღებდა...
მე კი ხედვის რეალისტურ პრინციპებს ვერ ვიტანდი
და, მაინც და მაინც,
მინიატურათა პირობითობების ტრფიალი ვიყავი...
მინიატურების გულში
ერთი ხე შრიალებდა
და ხეს მხოლოდ იქ,
მოშლილ-მორღვეულ განზომილებებში შეეძლო
თურინჯის სიყვარული...
დედა-აღმოსავლეთი ასე ჩამეხურა:
როგორც კი მივესალმე,
დევის დედასავით
პირში სინამდვილის მწარე ძუძუ მომცა,
გული თურინჯივით გამიხეთქა
და იმ თურინჯის სისხლში ამომივლო
სიცოცხლის ზღაპარი...

ნაირა გელაშვილი
გვიანი შემოდგომის შუადღე სოფელში
ორი პატარა ჭრელი ჩიტი
ლეღვის თეთრ ტოტზე _
ჩემი ორი ცრემლიანი თვალისთვის.
სილამაზის პირისპირ
როგორ მტანჯავ ტყის მწვანე მდელოვ,
შენც, ნამიანო დილის ზამბახო,
აყვავებულო ტოტო ალუბლის,
რომ ჩემთან ერთად არ გხედავთ ჩემი შეყვარებულიც.
მხატვარი იდა თვარაძე
რაც უფრო ემატება წლები,
მით უფრო ენატრება დედა,
რომელიც მოუკვდა
და ახლა დროს აღარ ემორჩილება...
და დედა დიდდება მდინარესავით, ზღვასავით, ცასავით
და უკვე ყველაფერია მის ნახატებზე _
იგი ძროხაა _ სამყაროსხელა,
ფაფუკი, ფერადი,
მთვარესავით მოხრილი წევს და მის ვეება ძუძუებშორის
ნამდვილი სავანეა
ულევი სითბოთი სავსე და ყველა დაეტევა იქ,
დედა _ სახლია, რომელიც თბილ ქუდს ჰგავს,
ფერადს და ჯადოსნურს,
დედა _ სახლია, რომელიც სახეს ჰგავს: ფანჯრები _ თვალები,
პირი _ კარები, სახურავი _ თავი;
სადაც ვერავინ შევა შემაშინებელი,
დედა _ მთვარეა, ჭრელი თვალები უცინის სავსე სახეზე,
დედა დედაა _ მთვარესავით სახით
და ზედ ლურჯი ჭებივით თვალებით
და შალი გადაუკიდია მკლავზე
ასაკში შემავალი შვილისთვის...
და ყველა საგანი ხელს ჰკიდებს დასუსტებულ
იდა თვარაძეს
და დედასთან მიჰყავს...
მისი გული ორჯერ გაიჭრა,
რადგან ძალიან უჭირდა ფეთქვა,
ახლა ექიმებმა თქვეს: მესამე ოპერაციაც გარდუვალიაო,
და ეხვეწება იდა თვარაძე თავის მკვდარ დედას _
გამოუგზავნოს ფული, საღებავები, შეშა და კულტურის მინისტრი,
რომელიც დაჰპირდა ამდენი ხანია
ცივი სახლიდან თბილ სახლში გადაგიყვანთო...
აი, რამდენ რამეს ევედრება იდა თვარაძე
თავის მკვდარ, ადიდებულ დედას,
რომელიც უკვე ყველაფერია მის ნახატებზე:
სახლი, ძროხა, თაიგული, მდინარე,
მთვარე და ლურჯმწვანეთვალება ღვთაება...
კიდევ კარგი
ტრფობა ცეცხლოვანი, დამდაგველი,
წლებზე გამარჯვებული
რომ მღირსებოდა, მოტივტივე ჩანასახებად
დარჩებოდნენ ჩემი წიგნები.

Freitag, 28. August 2009
მამები
მამები
1.როცა სულ რაღაც ოციოდ წუთით აგვიანებდა ფოსტალიონი ახალთახალი პრესის მოტანას,
ისინი ბრაზობდნენ.
ისინი გულს დებდნენ დროებით გამწვანებულ ცისფერ ეკრანებში და ხტოდნენ,
ხტოდნენ ჭეშმარიტი სიხარულით,
როცა მშობლიური საფეხბურთო კლუბის ფორვარდი ამ გულს მეტოქის კარში ათავსებდა.
ზამთრის დილაობით ისინი ქოქავდნენ გათოშილ მანქანებს და მოტორის გახურებამდე მოთმინებით აბოლებდნენ პირველ ღერ კოსმოსს,
ზაფხულობით კი იმავე მანქანებს საბარგულებს ადგამდნენ თავზე და ძვირფას ცოლ–შვილს არიდებდნენ დახრუკულ ქალაქს.
ისინი ტკბილად მეგობრობდნენ ტკბილ მეგობრებთან და სუფრის თავში ამაყად მსხდომნი, იმავდროულად ღირსეულად ისხდნენ ხელფასზე.
ისინი აწყობდნენ ლამაზ საღამოებს.
ისინი აწყობდნენ ძნელზე ძნელ საქმეებს.
ისინი აწყობდნენ მზრუნველ ხელისგულებს საყვარელი შვილების მხრებზე და აწყობდნენ, უსასრულოდ აწყობდნენ გეგმებს.
მაგრამ ხორცი, ამ გეგმებს რომ უნდა შეესხა, გამოდგა მოწამლული –საწყალი მამები!
საწყალი მამები,
რომელთაც ეყოთ თავხედობა დარჩენილიყვნენ ისეთებად, როგორებადაც თავისთავი წარმოედგინათ,
და როცა ირგვლივ ყველაფერი შეცვლილია,
ისინი, ისევ ისეთები, ყანყალებენ ავტობუსებში, რომლებსაც შეუცვალეს ნომრები;
ჭუჭყიანი მინებიდან გაჰყურებენ ქუჩებს, რომლებსაც შეუცვალეს სახელები;
იხდიან მგზავრობის საფასურს – ფულს, რომელსაც შეუცვალეს ფორმა და ფერი და სამსახურებში,
რომლებსაც სახეები (კერძოდ, პროფილები) შეუცვალეს,
მთელ თავის მუშა–ენერგიას დროის კვლას ახმარენ,
რომელსაც, ზღაპრული ურჩხულივით, ახალ–ახალი თავები ამოსდის მოჭრილთა ნაცვლად და რომელმა,
მამების გარდა, არაფრის შეცვლა არ დაიზარა.
და ახლა, როცა ყველაფერი შეცვლილია,
ისინი, ისევ ისეთები, როგორც წლების წინ,
და კიდევ უფრო ისეთები, ვიდრე წლების წინ,
ჯიბეებში ხელებჩაწყობილნი, სახლებისაკენ მოაბიჯებენ,
ისევ იმგვარად ჩაცმულები, როგორც მაშინ – წლების წინ,
იმდროინდელი შარვლებით და სვიტრებით და ფეხსაცმელებით,
რომლებიც ისეთი გამძლენი გამოდგნენ, თითქოს პლასტმასის მანეკენებს ცმოდეთ ამდენხანს და არა იმათ მძიმე სხეულებს.
მოაბიჯებენ სახლებისკენ ჩვენი მამები,
სხვადასხვაგვარი სახლებისკენ, სხვადასხვაგვარი ნაბიჯებით,
და საერთოდაც – სხვადასხვაგვარები,
და მხოლოდ მზერა, მზერა დასჩემდათ ბოლო დროს საერთო,
როგორც ცხოველებს, სხვადასხვა ჯიშის და ზომის და ღირსების ცხოველებს ჩვევიათ,
როცა პირველად მოხვდებიან ზოოპარკში, ვიდრე გალიებს მზერას შეაჩვევენ;
როცა ვეფხვსაც და კურდღელსაც, გველსაც, თუთიყუშსაც, ერთნაირად უელმდებათ გამოხედვა
და ერთნაირად ეშინია ვეფხვსაც, კურდღელსაც...
და როგორც ისინი ვერ აღიქვამენ გალიის გისოსებს,
ისე მამებიც, ჩვენი მამებიც, ყველაფერს ხსნიან სიზმრის ლოგიკით და ასე,
მშვიდად, თითქმის ამაყად, ნიშნისმოგებით მოელიან გამოღვიძებას.
მაგრამ სიზმრისთვის სულერთია,
მამაპაპური ძილისათვის მოემზადე თუ მხოლოდ თვალის მოტყუება მოიწადინე,
მისთვის მთავარია, უბრალოდ, გეძინოს
და რაკი დაიწყო, გრძელდება სიზმარი,და არც ის ადარდებს,
თუ მომართული მაღვიძარა სადაცაა აწკრიალდება.
და წვანან მამები, სიბნელეში, პირით – კედლისკენ,ჩამშვიდებულები – ფხიზელი ძილის წინ,
და ვეღარ ბედავენ იფიქრონ წარსულზე,რომელიც ასე, ძილისწინობით,
წაღმა–უკუღმა იმდენჯერ ფურცლეს, რომ გაეცრიცა ყოველი გვერდი და არაფერი თითქმის აღარ ჩანს –
ერთი წაკითხვა დარჩა მხოლოდ, ერთი მოყოლა,
ოღონდ ის ერთი – მათ აღარ ეკუთვნის,
ოღონდ ის ერთი – უნდა შეინახონ:
შვილიშვილებისთვის, და იმ მომავლისთვის, რომელიც, წარსულის არ იყოს, აღარ ჩანს.
და წვანან მამები, სიბნელეში, პირით – კედლისკენ,
რომელსაც უკვე, რახანია, რაც ყურები ჩამოახიეს
და თქვან – რაც უნდათ,
ვინც უნდათ – აგინონ,
ამოანთხიონ მთელი ბოღმა – აღარა აქვთ კედლებს ყურები!
მაგრამ არა, ისევ ჩუმად წვანან მამები,
პირით კედლისკენ, სიბნელეში, გატრუნულები,
და ვეღარ ბედავენ იფიქრონ წარსულზე,როცა მათი საქმეები, სურვილები, საზრუნავები
შეუფერხებლად მოძრაობდნენ საათის ისრის მიმართულებით
და როგორც ვალმოხდილი დეკორაციები, სპექტაკლის შემდეგ, სცენის სიღმისკენ –საწოლებისკენ ისე მშვიდად მიირწეოდნენ;
როცა იწვნენ, სიჩუმეში, პირით – ხვალისკენ
და კალენდარული ძილით იძინებდნენ.
მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი შეცვლილია,
როცა უკვე ყველაფერი იმდენად შეცლილია, რომ ხსოვნამ შეიძინა ახალი თვისება – თვითირონია,
როცა დროის და ფულის კურსი ერთმანეთს დაემთხვა,
როცა მრავალჭირნახულმა სამშობლომ მეიმდენე გასაჭირი გადაიტანა,
რომ გადატანითი მნიშვნელობა შეიძინა სიტყვა „სამშობლომ“,
როცა საეჭვოდ დაჭკვიანდნენ ზოგიერთები, რამაც გაზარდა უეჭველი გიჟების რიცხვი,
როცა ყველამ და ყველაფერმა დაიკავა თავისი ადგილი,
რომელიც სხვისი იყო და როცა ყოველგვარი წარსული, განსაკუთრებით – უზრუნველი, საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც დროის მეეექვსე გრძნობა,
ვხედავთ ჩვენ მათ, ჩვენს მამებს, რომელთაც ეყოთ თავხედობა დარჩენილიყვნენ ისეთებად, როგორებადაც თავისთავი წარმოედგინათ, და უპასუხოდ გადაყლაპეს ყველა საყვედური, რომელიც ვუთხარით,
ხოლო ჩვენ ვუთხარით,რომ თურმე ერის საკეთილდღეოდ შუბლით კედლები უნდა ენგრიათ,
რომ თურმე მუხლზე დაცემულებს უნდა ეხეხათ ეკლესიები,
რომ თურმე უნდა ყოფილიყვნენ მღაღადებელნი წალკოტსა შინა
და თანაც ჩვენთვის,
თუკი ჩვენი დროც დარჩებოდათ, ჯანსაღი სექსის საფუძვლებზეც უნდა ეამბნათ,
და კიდევ ბევრი სისაძაგლე როცა ვუთხარით, მათ რატომრაც ითაკილეს შეპასუხება
და ახლა, როცა უკვე ყველაფერი უნუგეშოდ შეცვლილია,
როცა უგზოუკვლოდ გადაიკარგნენ ფოსტალიონები თავთავიანთი გაზეთებით,
როცა დაუდგენელ ვითარებაში აორთქლდა მშობლიური საფეხბურთო კლუბი თავისი ფორვარდით,
როცა გაყიდული მანქანის მოსაგონებლად შემორჩნენ მხოლოდ ჟანგიანი საბარგულები,
როცა დახლებიდან უგზოუკვლოდ დაიკარგა თამბაქო კოსმოსი
და როცა ტკბილი მეგობრებიც მიმოფანტა მწარე ცხოვრებამ –დაიჩაგრნენ,
დაიჩაგრნენ ჩვენი მამები,
და დაიჩაგრნენ, რადგან იყვნენ ჩვენი მამები,
ჩვენი მამები – და არა ნავთობის,
ჩვენი – და არა თამბაქოს მამები,
და არა ტრიბუნის,
და არა ეკრანის,
და არა ომის და ტურიზმის მამები;
რადგან არასდროს უცხოვრიათ პრესის ფურცლებზე,
ხალხის გულებში,
ქვის ობელისკებზე,
არამედ ცხოვრობდნენ, უბრალოდ, სახლებში,
ჩვენს მყუდრო სახლებში –საწყალი მამები.
2.
და ცოცხლობს იმედი, როგორც გადაბრუნებული ხოჭო,
რომელიც ვერ ხვდება, რომ არის ასეთი – გადაბრუნებული,
და გამწარებით იქნევს ფეხებს: უაზროდ, ჰაერში.
და ენაცვლებიან ერთმანეთს დღეები, როგორც გასაფერადებელი რვეულის ფურცლები,
და დგანან მამები – ოთახებში, ქუჩებში, ტრანსპორტში,
და როგორც ჯიუტი ბავშვები, ჯიუტად იცდიან,როდის გამოჩნდება სადღაც მიკარგული, სადღაც უადგილოდ დადებული,
რაღაცის უკან ჩავარდნილიფერადი ფანქრები.
* * *მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა,შვების სიმღერა მათთვის,
ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში
და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა -
ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს.
ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე
ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც
მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს,ისე აჰყურებს.
ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც
თუნდაც ერთ წარსულს, უმაჯინჯესს. ჰოდა მიმღერე
შენი ხმამწარე იავნანა - მათთვის, ვინც ღმერთზე
მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს
მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს.
მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი
კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა
ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით
ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად
ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,
რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს ჭირდება ჯერაც;
სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,
მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა.
(იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი
და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში.
სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ,
მან კი ვერაფრით მოიკვეთა სიკვდილის შიში.)
მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა
მისთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს
და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება
ლიფტის კარი დ ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ
სახეში ტყვიას.
ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს
და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს,
როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს
და გაუხდელად მიეგდება; და რათა იკლოს
ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითითან წარმოიდგენს,
რომ დალია აბი საძილე,
ან თავზე საბანს წაიფარებს, ან კიდევ ითვლის,
ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს
და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება.
აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში.
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში

Sonntag, 9. August 2009
-სად დევს ჩემი გაყვითლებული ადამიანებით სავსე ალბომი ?
-მტვრისგან დაჭმული შენი დღეებით გამოტენილი კარადის ბოლო თაროზე.
-უსწორმასწოროდ დაკიდებული გახუნებული მოგონებებიც გასასწორებელია,ცუდად მხვდება თვალში და ნერვებს მიშლის...
-ეგრე ვადაგასული ემოციებიც გადასაყრელია და შენ განწყობებზეც ჩამოსაწმენდია აბლაბუდებიც ...
-ორ-სამ დღეში კარს გამოვიკტავ და წავალ ...ჯანდაბამდე გზა ქონია ყველაფერს...
- როცა ძალიან დიდი დრო გავა მას შემდეგ რაც საკუთარი თავიდან გამოხვალ და ათას ერთმანეთის გადამკვეთ გზაზე დაიწყებ სიარულს, აუცილებლად მოგენატრება შენი მშვიდი თავი, მყუდრო განწყობა, კეთილბოლოიანი ამბების მოსმენა და მონატრებისგან დაგავიწყდება მუხტი, რომელმაც საკუთარი თავიდან გამოგიყვანა, და ის ამბები, რაც კეთილ ბოლომდე ხდებოდა შენს გამოსაკვებად მოხარშულ მონაყოლებში და შენი თავისკენ მიმავალ გზას დაადგები… გზაში ერთხელ მაინც რო გეფიქრა იმაზე, რომ შენ დატოვებულ ,,შენში’’ რაღაცეები შეცვლილი და გადაადგილებული დაგხვდებოდა, ალბათ ასე ძალიან არ გემოულოდნელობებოდა ძველი ჩვევები დაბერებული მეზობლებივით რომ ვერ გიცნობენ და ყველა შენი მეგობარი უკვე ჩამოყალიბებულია და შენსავით გადახლართულ გზებსე კი არა, ათასი გათვლითა და აწონით დაგებულ,ათასი მათნაირის გატკეპნილ გზაზე დგას... -ხო,მაგრამ მე არ მქონდა უფრო კომფორტული მე,რომ იქ წავსულიყავი,მომწყინდა სხვებში ცხოვრება,ჩემ საკუთარ მეში მინდოდა დაჯდომა და დასვენება....
.................
უკომფორტულმეო პაციენტმა თავისი არაკომფორტული ,,მე\'\' კომფორტული ,,მეს\'\' აუშენებლად დაკარგა...
...............
ახლა მეორე პაციენტი ოცნებობს მეზე,რომლის შემოსასვლელშიც იქნება აბრა წარწერით: შემოსასვლელში დატოვეთ სახელები,გვარები, სოციალური სტატუსები და მდგომარეობები,მორალურ-მოქალაქეობრივ-სამსახურებრივი მოვალეობები და გარემოებებით გამოწვეული ახლობელ-მეგობრები...გამოაღეთ საკუთარი თავები, ჩამოხსენით საკიდებიდან ფერები და ემოციები...ჩაიცვით ისინი და ნუ იფიქრებთ გიხდებათ თუ არა... აქ ყველა თანასწორია მზის,მუსიკისა და ერთმანეთის მიმართ... მოკალათდით მოხერხებულად და მიირთვით სიმშვიდე და ცვლილებები საკუთარი თავებიდან...
პაციენტებზე საუბრისას ექიმები შენიშნავენ რომ არ არსებობს არანაირი მე და თქვენ,ისევე როგორც არ არსებობენ პაიენტები და რეალობა,სადაც ისინი შეძლებდნენ არსებობას. ეს ყველაფერი სუბიექტური შეგრძნებებისა და დამოკიდებულებების ნაყოფია,რომლებიც თავისი მხრივ არ არსებობენ და ყველანაირი სუბიექტივიზმი,რომელიც გვაიძულებს ერთმანეთის ყოლასა და ერთმანეთთან დამაკავშირებელი დამოკიდებულებებისა და გრძნობების ქონას,აზრს კარგავს სწორედ თავისი და თავისი ასრებობისთვის საჭირო გარემოს არარსებობის გამო...
............................
არაკომფორტულმეიანი პაციენტი სიცოცხლის ბოლო დღეებში დაჟინებით ითხოვდა ბაბიამისის მოქსოვილ ჭრელ,ორნამენტებიან წინდებს.როგორც თვითონ ამბობდა,სხვას არაფერს შეეძლო მისი გაყინული ფეხების გათბობა.
...........
ასაშენებელმეიანი პაციენტი იხსენებდა იმ გზას,სადაც შუქნიშნის ნაცვლად ცისარტყელა იდგა და რომელზეც ვერ გადავიდა,იმიტო რო შვიდივე ფერი ერთად ენთო,იმან კი არც ერთის მნიშვნელობა არ იცოდა;და ვერ იხსენებდა ადამიანს,რომელიც გზის იქით იდგა და რომელიც არ უნახავს, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ გზაზე ვერ გადავიდა.
...........
ექიმები ვერ იხსენებდნენ ვერაფერს,იმიტომ რომ ყველაფერი,რისი გახსენებაც მათ შეეძლოთ არ არსებობდა,ზუსტად ისე,როგორც თავად ექიმები
პ.ს.მე უფრო და უფრო ხშირად ვიხსენებ პაპაჩემის სიკვდილის წინა ზაფხულს,როცა ერთად ვუსმენდით ბითლზებს და კიდე ფსიქიატრულს,მეზობელ ქუჩაზე რო მდებარეობდა და რომლის პაციენტებსაც წითელი პომადების,უყველაფრო თვალების და სასტიკი ისტორიების მთელი გუდა დაქონდა ჩემი ბავშვობის ქალაქში...

Abonnieren
Posts (Atom)