Montag, 22. Juni 2009

merab arabuli

გაზაფხულ 

მიდი-მოდიან ღრუბელნი,
მთათ წვერნ ნისლებად ბოლავენ,
გიჟმაჟი მარტის დღეები,
ფიფქებით ჩამოგვქოლავენ.

გაზაფხულ იებს დაიტყობს,
მოანძელებს მზისპირებს,
ჩრდილებში დამრჩალ ზამთარი,
ბალღივით წამოიტირებს.

მთისკენ მიმავალ ბილიკებს,
წაეკიდება სიმწვანე...
ხეები ახალ გაზაფხულს,
კვირტებად გამოისხამენ.

სოფელს შერჩენილი ბებერი ხევსურები... 

-ნეტა,
ე წყალნ თავქვ რად მიდიანავ,
-ჩვენაც ჩავუყვებით წყალსავითა,
მოდი,
აეს ყანწიც გადამისვი,
არაყათ კიდევაც ამავიტან.
-დადეგ!
უკვე ცისპირ შამაგვემტვრა,
კლოვ გავუგონთთდებით,
არახელა.
ეს თქვა,წეკვა ჩუმად გაახვია,
ბოლ სულში ეცა და ჩაახველა.
-მახსონს,
ერთხან როსამ გადავლოთდი,
დიაცმ,
აღარ შასვავ დამაფიცა,
ეხლა აღარვინ მყავ დამფიცები,
აი ზენ აყრავა კუთვნილ მიწა.
მერე ხელ ჭიქისკე გააცოცა,
-ესივ შაუნდნასავ შამამბრუნავს,
იმდენ მინახავო ცხოვრებაში,
ამ გულს,
ვეღარავინ გამიკურნავს.
-მგონი,
ამ წელს დიდ თოვლ გვემუქრების,
უკვე ჩამოთეთრდა მთების წვერებ.
სოფელს ორ კინკილა შავსჩენიორთ,
აბა შვილ-ზლებს აქ რა გააჩერებს.
უკვე, ჩვენ-ჩვენ დრო-ჟამ გადავძოვეთ,
თმასაც გაერია თოვლისფერა,
აღარც სიკვდილ-ოხერ აღარ მადის,
ნეტა ღმერთმ როდისად დაგვიწერა.
ისხდნენ,
ღამეს მხრებზე ილეწავდნენ,
ცეცხლზე შეჰყინვოდათ ორთავ მზერა
და არც გაუგიათ ფიქრში წასულთ,
მზე როდისღა ამოემთისწვერათ.

ღრეობა 

- მოხველ მშვიდობით, სტუმარო,
მოდი, ტაბლასთან დაჯე და
- დამხვდით... 
ამოსთქვი, ღამემაც
ცა ვარსკვლავებით აჭედა.
ვათეთრებ შუაღამისფერს,
ყანწ ჟიპიტაურს ვიწურავ...
ტაბლას ატყვია ხინკლები,
სიფხიზლის კარებს მივხურავ.
- ლუკმა მიაყოლ!
მწარე ას.
- რა ლუკმა, დადექ არიქა!
სასმელმა გონი ამხადა,
დავეძებ ბალალაიკას.
- ეჰეჰეი!
დაჰკათ ვაჟებო...
ჰაი დედასა მტრისასა.
ქალავ,
შენ შორით ნუ მივლი,
თორე ავჰკმიჭე მიწასა.
თენდება, დილამ ახვეტა,
ღამე,
ნისლიან, ბინდიან,
ერთ საკართანოც გადავსვი,
თოლებში ცეცხლი მინთია.
- მომგვარეთ ჩემი თეთრონი,
წინ გზა მიმელის საძნელო,
მოდი...
შამაჯე გავაზე,
ჩემთან წაგიყვან ქალბნელო.
- არ გინდა?!
ეგიც არცარა...
მარტო შავჰკივლებ შარასა,
ვერცაით გადავეჩვიე 
ლოთობას წარამარასა...




სიკვდილის წინ 


არა, არ მინდა,
ჯერ ისევ ვეტრფი...
ცვრიან ბალახს და დილის ალიონს,
მაცადე ბარემ ბოლომდე მოვწევ,
ჩემი ცხოვრების მწარე ყალიონს.
მივეფერები ბოლოჯერ იებს,
გზას დავულოცავ არაგვის ტალღას.
დედას ვუტირებ!
ზედ გადავამტვრევ
სიკვდილს იმ თავის ცელსა თუ ნამგალს.
მერე მშვიდობით,
ამაყად წავალ.
გავყვები საით...
ამ გზებს ვინ იცის.
იქაც სამოთხედ ალბათ მთა არის,
ჯოჯოხეთად კი ალბათ თბილისი!
საგძლად წავიღებ,
მე თქვენს სიყვარულს.
გინდაც განვლილ გზას,
ნუ მომიწონებთ,
თითოჯერ მაინც ასწიეთ ჭიქა,
თითო სასმისით მე მომიგონეთ.
ცრემლით მიგლოვებს ჩემი ლამაზიც,
თან გამაყოლებს ცვარ-ნამს თვალისას,
ვახმეეე...
არ მინდა და მაინც ვანგრევ,
ოცნების კოშკებს ერთი ქალისას.
წავედი!
ბოლოს რა ლამაზია,
კლდის ფხაზე მჯდარი ნამგალა მთვარე.
ბედნიერი ვარ...
ჩემი ბილიკი,
წელში მოხრილმა არ გავიარე.
ბევრგან კი ვკაფე,
ნარიც, ეკალიც,
ხშირად მკაწრავდა ავი დროება...
და ახლა ვიცი მომეწონება,
ჩემი საფლავი და მყუდროება. 


* * * 

გაწვიმდა ახლა,
ბოროლას წვერს აუყვა ნისლი,
კიშხევ ნადირის სახსენებელს,
გასწყვეტს ალუდა.
სიპნაყარისკენ შაუყვება,
საქონი ძოვით
და მწყემს ინატრებს,
-ეს წვიმაიმც აქცია ლუდად.
დასცეცხლავს მეხი,
ტოტებაწვდილ,
გულდიდა მუხას,
აი, ალუდას შაშხანამაც
კიშხევს დაჰქუხა...
ქარაფში გასხლტა,
აჩრდილივით,
თეთრშუბლა შუნი,
შახე -
სანათა როგორ ისვრეტს,
წიპიდან ბურნითს.
გამოიმზევებს,
ფიცარკლდესთან აშრება ღოლო...
და იის ტუჩზე დაწებებულს,

წვეთს მოვწმენდ ბოლოს.

დედი 

დედი,
სახვალიოდ საგძალ გამიმზადე,
უნდა გადავიარ
ჭაუხ ნისლიანი.
კაი,
რაად სდარდობ,
აღარც ბალღი ვარ და
თოვლიც ცოტაღაა,
შავი და ჭიანი.
დედი,
გახსოვს ალბათ,
ეს რომ გითხარი და
დილას ნაბილიკარს,
ავჰყევ დეკიანის.
მაინც არ იშლიდი,
მაინც ჩამაცმიე,
პაპის ქალბანნი და
პერანგ ჯვრებიანი.
დედი, გეფიცები,
ხარჯიხვ დავთოფე და
მერე გადმაფრენილ,
ქარაფს დავეკიდე.
დედი მაპატიე,
სანამ დავენარცხე,
შენზე ვფიქრობდი და
ალბათ სხვებზეც კიდევ.
დედი,
მე მოვკვდი და
ესეც მაპატიე,
იცი?!
იმ ხარჯიხვსაც,
შუნი დასტიროდა.
ახლა,
ალბათ მამაც,
ჭიქას აიღებს და
ჩემი მასპინძლობით
იტყვის უდროოთას.
დედი,
ჩემ საფლავზე,
იმ შენ იასამნებს,
უდგათ პერიოდი,
ლურჯად შეფერების...
იცი?!
ყოველღამე შენთან მოვდივარ და
შენ თმაში ჭაღარებს,
ჩუმად ვეფერები...

ბებო-პაპანი 

-შენ რად გეტრფოდივ,
შფოთიანსავ,
დამიდგა თვალი...
ბებო ქოთობდა,ხოლო პაპა,
შარობდა მთვრალი.
-შენ დაგაყარევ მიწაივ და
რად სვამდი ამდენს?!
პაპასად შუბლი ჩამოეხმო,
სისხლს ჩამონადენს.
-დაჩუმდი ქალო!
რაც არ ასავ,
საუბრობ იმას...
ცხენ ამისხლტავ და...
შეუკურთხა,
შარას ნაწვიმარს.
არ სტყუვდებოდა და ჩუმჩუმად,
წყრებოდა ბებო.
პაპას ეძინა,
შუაღამე მისძოვდა ბექობს

წავიდათ 

წავიდათ!
ქალაქი არ მინდა,
დღეს მთაში წამოდი...
ავიდათ.
იქ იქნებ გაწვიმდა,
აცივდა
და მზეიც,
ცას ამოუსვლელ ჩავიდა.
გავიდა ზაფხული,
გაჭენდა,
გაფრინდა,
ზამთარ მაგველისო,
ნატვრამდე - ნატვრიდან,
ზაფხული არ მოვა,
არსიდან...
ლექსებს გადავიწერ,
ჩემს სავსე რვეულში...
ფიფქების დაფიდან.
ჩაფიდან - 
არაყს ჩამოვასხამ,
გადავსვამ-დავთვრები,
ვიყვირებ,გავწყრები
და ექოს მოვუცდი...
ამ მთიდან,
ამ კლდიდან.
ამ ტბიდან - 
იახსრის ამოვა ბორგვა და
ყველა გაცოცხლდება,
ბალღობის ზღაპრიდან.
ფიფქები წამოვა...
დაგათოვს
შავ ციდან,
ფანტელ ჩამოგადნა,
სახიდან...
ამ შუა ზამთარში,
ქალაქ რაად გინდა?!
წამო რა...
მთებისკე წავიდათ.......

 

2 Kommentare:

  1. ვგრძნობ რომ გაყვები ბილიკს ეკლიანს,
    ჩუმი ოცნების კვალზე დაგებულს,
    შენ შეგიყვარა სევდის ფერიამ,
    და ანგელოზი ხელებს გაგითბობს.

    უფალი მოქცემს ძალებს ულევად,
    წმინდა გიორგი გასწავლის ბრძოლას,
    შენ სიმარტოვეც დაგემონება,
    და სიყვარული გზას გაგინათებს...

    AntwortenLöschen
  2. არაჩეულებრივი ლექსებია...ძალიან მომეწონა...წარმატებები დიდი....:)

    AntwortenLöschen