Mittwoch, 17. Juni 2009

zura jishkariani

"მიატოვე ტელევიზორი,
სადაც ჩვენ არ გვანახებენ.
შენი მძინარე დეპრესიული ჟესტები
ჩემი მონატრებული წვიმებია.
ჩემს მიერ დატოვებული აბებია,
ჩემს შიშებზე შენი რეაქციებია.
სექსით შენ ჭამ ჩემს ინდივიდუალობას,
და იჩხერ ჩემს ინდივიდუალობას,
და წოვ ჩემს ინდივიდუალობას.
ყოველ დილით შენ გჭირდება
ყავა, სიგარეტი და მე.
მიატოვე ტელევიზორი,
სადაც ჩვენ არ გვანახებენ,
და იქნებ არც არასოდეს გვანახონ
და ამ ჩემს ფეხებს თუ არ გვანახებენ,
და თუ გვანახებენ,
სასიამოვნოს ვერაფერს ნახავენ,
ვინაიდან ჩვენ არც ფეშენ-ტივი ვართ
და არც ჯანსაღი კბილების რეკლამა...


შენი განმარტოება და ძილი მტვერში
მაგიდაზე ყავით დასვრილი ჭიქები
სიგარეტები და დილა უზმოზე.
შეხედე ობობებს!
ისინი არ აშენებენ სახელმწიფოებს
მეგაპოლისის კანალიზაციებში სულ უფრო იზრდება
დასვრილ ლტოლვილთა რიცხვი.
ცოცხალი მასალა ექსპერიმენტებისთვის
უფასო,შავი მუშახელი,
ტრეფიკინგის მოხალისე ვაგონები
უიღბლოთა და გაკოტრებულოთა ჯარები,
ბომჯები და სისტემის წურბელები,
ხვალისთვის გადადებული პრობლემები
ბუნდოვანი წინათგრძნობით რომ ხვალ შეიძლება აღარც დადგეს....

კომუნისტებს იმედი აქვთ რომ
ისევ აღსდგება თაგვთა ეს უხეში ხროვა,
რომელსაც ისინი მუშათა კლასს ეძახიან.
არა
მე ვიცნობ ობობებს
ანარქისტებს, ნარკომანებს, შეშლილებს,
მაგრამ მათი კუმირები
ადვილად ესადაგებიან ხატებს და პლაკატების სტანდარტებს
და მთელი ყურადღება ტირაჟზე გადააქვთ...
ისინი ქრებიან...
სისტემა დომინოს პრინციპს იმეორებს...
მოადუნე თითები
შეეხე
იგრძეწნი ისტორიის ქმნადობა
შენ პროცესის ქმნადობა ხარ
შენ პროცესის გაგრძელება ხარ..
აღიარე სიმახინჯე და უსამართლობა...
კოჭლი მუტანტების ნაფურთხები...
ობობების ომები...
მოჩანს სილამაზის მკრთალი კონტურები
ჭლექიანი სილუეტების უკან....

ყური დაუგდე
ლიანდაგზე მჯდომიარის იგავ_არაკებს
კიბერნეტიკული ყვავილების სურნელის
შესახებ...
აისივით მოუხელთებელი გრძნობის შესახებ...
შენი ცნობიერების ოპერატორი
უჩვეულო კადრებს აფიქსირებს.
იქნებ მატარებელმა უკვე გადაიარა?
სცენარი დამღუპველი ილუზიაა,
რეალობა არის იმპროვიზაცია.
ყური დაუგდე
ლიანდაგზე მჯდომიარის იგავ_არაკებს.
იქნებ გაიხსენო... ეს შენ ხარ...
მატარებელმა უკვე გადაიარა?

გთხოვ დედა,
დაურეკე ღმერთს და დაუტოვე ჩემი შავ-თეთრი ოცნებები ავტომოპასუხეზე,
მე ძალიან გადაღლილი ვიყავი და ვერაფრით ვიხსენებ იმ ღამეს....

მიატოვე შენი ნაცრისფერი სახლები ძილის ქალაქში.
უიმედობის ქუჩები...
შავსათვალიანი ქანდაკებები.
სუციდის ბიბლიები.
კრიმინალური სტატისტიკა არ არის საუკეთესო პროზა
დღესდღეობით.
ჩაჯექი მუსიკის ავტობუსში
და მიყევი
გარყვნილების ჩემს დისნეილენდთან.
მიეცი დაცვის სანტა_კლაუსებს.
მიეცი ყველას ვისაც არ დაეზარება შენი ხმარება.
გაერთე ნარკოტიკის ატრაქციონზე.
მოდი ჩემამდე შეცვლილი,
დაღლილი, ნახმარი, აპათიური ...
მაშინ ალბათ ჩასწვდები ჩემს ლექსებს
შენი ნაცრისფერი სახლების შესახებ,
ჩემი ბავშვური სიყვარულის შესახებ
შენდამი და არა მარტო შენდამი
დეპრესიისა და ბინძური სექსის ამ მარადიულ ქალაქში.
ამენ!

აბორტი

მე დავტოვე ეს ქალაქი,
რომელიც საავადმყოფოს გავს
სასტუმროში ცივა.
ურთიერთობის ნაგავთსაყრელზე
და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში ვეძებ
ერთჯერად ნემსებს, შიგ ჩარჩენილი სითბოთი.
რაც ასე აკლია ყველა ამ დედამოტყნულ სასტუმროს
და შენს შეხებებს, იმ დღის მერე...
შენ, ალბათ კარგად გძინავს და გვიან იღვიძებ
და ყავას და სიგარეტს ნაკლებად ეტანები დილაობით
იმიტომ რომ,
მე ვგრძნობ
შენს დასავიწყებლად განწირულ სიზმრებში, შენს
ფერმკრთალ, უშინაარსო სიზმრებში
ისინი ყოველდღე იღვიძებენ
ისინი ეხუტებიან ერთმანეთს
და დაუსრულებლად უყურებენ მზეს და
ვარსკვლავების ვერცხლისფერ წვიმას.
შენს ნახევარწუთიან სიზმრებში
ისინი არაპროპორციულები და ბრმები არიან

1.იარე ნელა
როგორც ღრუბლები იცვლიან ფორმებს ყველა შუქნიშანი გაფუჭებულია
და არასწორ მიმართულებას იძლევა
გუშინ მიტოვებული ბინებისკენ.
ყველა შუქნიშანი სინამდვილეში არ არის შუქნიშანი
ეს მოძრავი ფერები სინამდვილეში
ურთულესი კომუნიკაციური სისტემებია
რომლებიც გვესაუბრებიან სიყვარულზე

ამბობენ რომ
ყველა ქალაქში არის სიყვარულის საიდუმლო ოთახი
რომელსაც უძინარი ერთეულები პოულობენ ხოლმე ღამის 12-ის მერე
იფიქრე მათზე
იფიქრე სიყვარულის საიდუმლო ოთახზე ნეონური გადაღლილობის ქალაქებში
იფიქრე მასზე, როგორც ვარდისფერ აბზე, რომელიც მოგგვრის სითბოს და ძილს


2.იარე ნელა
როგორც წვიმა ეცემა მინებს
ან ფრინველები მიფრინავენ იქ სადაც მზეა
დაიცავი ტუჩებიდან ტუჩებამდე არსებული მოძრაობის წესები
იმისათვის რომ
განუმეორებელი ორგაზმებით შეაღწიო მათ სხეულებში
და როცა ისინი დაიძინებენ მათ სიზმრებში მოკლა ხსოვნა შენზე და წახვიდე როცა გათენდება
მაქსიმუმ წარწერა სიგარეტის კოლოფზე
სამახსოვროდ
მხოლოდ ესე შეიძლება გადარჩე
მხოლოდ ესე შეიძლება შეინარჩუნო



3.იარე ნელა
როგორც პეპლები კორპუსებს შორის საღამოს ჩერნობილში
როცა ტელევიზორით სავსე ქალი ფენს სარეცხს
და კატები ყეფენ როგორც რადიოშიშინი
და შეიკარი ღვედები
მერე რა რომ მანქანაში არ ზიხარ
შეიკარი ეს ზეცისფერი ღვედები
შაჰიდის ქამარივით


როდესაც აინთება წითელი -- ყველა აბონენტი გახდება მიუწვდომელი
როდესაც აინთება ყვითელი -- ჩვენ მოგბეზრდება ერთმანეთი და მოვასწრებთ სიზმრების ნახვას
ყველაფერი დასრულდება სანამ აინთება შემდეგი

როცა გარეთ წვიმს შენ ფიქრობ:
სადღაც პატარა გოგოებს იღებენ
პორნოში სექსი იყიდება
ყოველი ღვთის სიტყვა იყიდება
როცა გარეთ წვიმს შენ ფიქრობ
რა ფერია ტკივილი და რა ფერია ტკივილის მოსვლა
და რა ფერია ხალხი რომლებსაც
ტკივილს აყენებენ როდესაც იღებენ
პორნოში და ამაზე შეიძლება
მშვიდად წერო სტატიები და ლექსები და
ფილმები და პორნოგრაფიული დღიურები
შეგიძლია გაყიდო
და ტკივილი იყიდება
როდესაც ის ეხება სხვებს
როდესაც ჩვენ გვსიამოვებს
გარეთ რომ წვიმს შენ ფიქრობ
რას ფიქრობს მკვლელი
ამ შუაღამეს რას ფიქრობს მკვლელი ამ შუაღამეს
მკვლელი ელოდება რომ დარეკავს ტელეფონი?
და თუ დარეკავს რას ელოდება მკვლელი?
ამ შუაღამეს მილიონი სახელიდან სატელეფონო
ცნობარში
რომელია მისი სახელი:
მან იცის რა ფერია ტკივილი?

როცა გარეთ წვიმს შენ ფიქრობ
რომ შენ არ ფიქრობ
აქ ალკოჰოლი არაფერ შუაშია
და არსებობის გაცნობიერება შეხებასავით არ არის
რას ფიქრობს მეავტობუსე
და რა ფერია მისი უკანასკნელი ტკივილი
სისხლის ამ გუბეში რამდენი თვალი იწვა და საღამოს
ცას უყურებდა
და რა ტკივილისაა მათი ფერი?
რას ფიქრობდა მკვლელი
როცა ღამის სამზე ჩაის ისხამდა
და გარეთ წვიმდა და ის ფიქრობდა
იყიდება ტკივილი
იყიდება შიში
იყიდება შენი დემოკრატიული სწრაფვა
თვითგანადგურებისკენ
როცა გარეთ წვიმს
სადღაც პატარა გოგოებს ხმარობენ ანუსით პორნოში
ინსტრუქციები სიკვდილისათვის
და იდეალური კარიერისთვის
და დააფინანსე აბორტები
და დააფასე აბორტები
,,ყველაფერი რაც შენ იცი _ტყუილია,,



--------------------

გთხოვ დედა
დაურეკე ღმერთს
და დაუტოვე მას ჩემი შავთეთრი ოცნებები ავტომოპასუხეზე.
გაიხსენე ჩემი სუსტი გულისცემა შენში.
მე ძალიან არაფხიზელი და გადაღლილი ვარ,
და ვერაფრით ვიხსენებ შენს ფარულ, ინტიმურ სიზმრებს
რომლებსაც ერთად ვუყურებდით მაშინ
და არაფერი იცოდნენ სხვებმა.
გთხოვ დედა
დაურეკე ამ უაზრო ღმერთს
და დაუტოვე სიჩუმე ავტომოპასუხეზე.
გოგო, რომელსაც ბოლოს ვხვდებოდი ძალიან გგავდა შენ - დედა.
სად არიან ჩემი მეგობრები,
როცა ყოველ დილით ყავას და სიძულვილს ვსვამ
მზის სხივებთან თამაშით.
სად არიან ჩემი მტრები,
როცა ამდენ საბაბს ვიძლევი
და როცა ასეთი ჯვარცმული და გახსნილი ვარ ყყოველდღიურობაზე...
ასე იქცევა ის - რასაც შენ ეძახი სიცოცხლეს
იმად- რასაც შენ ეძახი სტატისტიკას.
ისინი ყველანი ჩემი სიმარტოვის საძებრად არიან წასულები, დედა...
და იმედია მათ უკვე უყვართ ერთმანეთი ტუჩებში,
და უყვართ ერთმანეთი ანუსში,
უყვართ ერთმანეთი თვალებით.
და ისინი უკვე აღარასოდეს დაბრუნდებიან...

დილა # 7127902

ჰორიზონტი შემოდის ქალაქში, როგორც სასწრაფო დახმარების მანქანა
და ჩუმად ზვერავს მძინარეთა გულისფეთქვებს,
ეს გარკვეულ რეაქციებს იწვევს ორგანიზმში
რის შედეგადაც --
-- დილის სიზმრები არაკონტროლირებადია.

ტაქსები ცივ ქუჩებში აჩერებენ თბილ ადამიანებს
და დიდხანს არკვევენ სიმყუდროვის კოორდინატებს.

უსახო სხეულებს და დახუთულ ოთახებს
სამუდამოდ ტოვებენ არალეგალური საყვარლები,
რომლებიც გვანან ჭკვიან ნარკოტიკებს --
დაგვიანებული მზის
-- როგორც მილიარდი ჰიროსიმას --
მოლოდინში.

ეძღვნება ეროვნულ-კოსმიური მოძრაობის გულანთებულ კიბორგ-პატრიოტებს

"თავისუფლება ისე არ მოდის
თავისუფლება ნეოს ხვედრია"
ევრაზიული ხალხური

1.
ალიკა ბალიკამ დალია გომი
ალიკა ბალიკამ დაიწყო ომი
ალიკა ბალიკას არ უყვარს ღომი
ალიკა ბალიკა ბომ!

ალიკა ბალიკამ მოკრიფა რთველი
ალიკა ბალიკამ იპოვა ხვრელი
ალიკა ბალიკა არ არის მხსნელი
ალიკა ბალიკა ბომ!

და
ბომ ჩაქა ჩაქა
ბომბავენ ბომბებით
და
ბომ ჩაქრა ჩაყრა
რომბავენ თრომბებით
და ზიგ ჩაქა ჩაკა და ჰაილ!


2.
-- ვინ ჭამს პატარა, შიდა სივრცის კოსმონავტებს?
ვინ ჭამს პატარა, მრგვალ შიდა სივრცის კოსმონავტებს?
ვინ ჭამს პატარა, მრგვალ და ქათქათა შიდა სივრცის კოსმონავტებს?
ვინ ეწევა შიდა სივრცის კოსმონავტებს უფილტროდ?
ვინ ახრაშუნებს მენტალური პროფილაკტიკის საკონდიტრო ნაწარმს?
ვინ არის ჩვენი თაგუნია?

-- შენ!
შენ!
შენ!

-- რ.თ.უ. შენ,
თეთრო შავო და პლასტმასო.

3.
მარწყვი. ავტომობილი. ძილის კრეშჩენდო გუდაში.

4.
ამბობენ, როცა ადამიანი კვდება
თვალწინ ყველა ოდესმე ნანახი რეკლამა ჩაუქროლებსო,
ყველა ოდესღაც ნანახმა სამზარეულოს დაღლილმა ნათურამ მინდა ჩამიქროლოს,
როგორც ვარსკვლავების მოციმციმე ქარავანმა.
ტყლუმპი. წერტილი.
მორზეს ანბანი ვარ ქართლის დედად გადაცმული.

5.
დაისიდან აისამდე
დაიკარგა პეპელა
კონდოლიზა რაისამდე
მისასვლელი გზები

6.
ანონიმურ გადარჩენილთა ხელოვნება
გაუცნობიერებელი რეფლექსებია
არგადარჩენილ ანონიმურ სოციალურ სუბიექტთა უნებლიე მენტალურ-სექსუალური ქმედებების გაუთვალისწინებელი
შედეგების მრავალგანზომილებიან ეპიდემიურ პარპაშზე სუსტად სტრუქტურირებულ გარემოში.

ლიმნიანი ჩაი და ასფალტის სუნი ადრეული გაზაფხულის წვიმის შემდეგ.

7.
დაულაგებელ ოთახში ვერაფრით ვიპოვე საკუთარი მოთენთილი ხელები.
ისევ პირით მომიწევს კარის გაღება.
ისევ ტრაკით მომიწევს სარეცხის ჩამოხსნა.

8.
მარსიანული ტრაქტორები კომუნიზმისა.

წერილი გმირს

გამარჯობა გმირო
როცა ძველ სატელეფონო ცნობარებში
ეძებდნენ შენს გაცრეცილ სახელს
ხვალინდელი ზეცის არქივებისთვის --
მე მეძინა.

შენ უბრალოდ უნდა აგეკრიფა 022
და გეთქვა რომ --
ხეების სუნი ასდის კედის --
მაგრამ ქარხანებმა გაგიტაცეს და ცეკვავდნენ შენთვის, როგორც ვარსკვლავები და ცხოველები კრიშნას გარშემო.
სამყარო მოსაწყენია ორშაბათობით, გეთანხმები.

აი ასეთი მოულოდნელია ჩვენი ტრაექტორიები
დილის მაღვიძარადან საღამოს კლუბებამდე
დილის ყავიდან საღამოს ზახოდამდე
დილის ცივი ტრანსპორტებიდან ღამის კომფორტულ საწოლამდე
სევდიანი, გმირული და ელეგანტური ორგაზმით
ორ (ან მეტ) ხმაში.

შენ საახალწლო ჩინური მაშხალა ხარ გმირო!
იაფად ნაყიდი ჯადოქრობა ღარიბი კვარტალის ბავშვებისთვის.
როცა დღეები იწვებიან როგორც სიგარეტი ჩემს თითებში
შენ იცი --
ქარხნების სუნი ასდის კედის
შენ იცი
სადაც ამზადებენ მისნაირებს.

შენ ალბათ ცუდ ვარსკვლავზე გაჩნდი
იმიტომ რომ უკვე კარგა ხანია გამაზე საკუთარი სპეც. რეპორტაჟი
(რომელიც არის ცხოვრებაში ერთხელ და მერე არასდროს, ისიც თუ გმირად დაიბადე)
ვინაიდან მათ უკვე გამორთეს თავისი ტელევიზორები, შეჭამეს კაბელები და
წავიდნენ სამსახურში.

არაუშავს. სამაგიეროდ
ჩვენ დაგვრჩა --
ყველა სახის ჯანქი და უამრავი ფერადი სათამაშო
სატელეფონო ხაზები და Am სიხშირეები
იარაღის საწყობები და რემბრანდტის რეპროდუქციები.

გარდა ამისა
მე შევძელი გადამენახა რამდენიმე უცნაური ნოტი
რომელიღაც საბავშვო პიესიდან
ფორტეპიანოსთვის.



2 Kommentare: